Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ ჟორჟოლიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საყულია, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1972 წელს. 1974-1984წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქუთაისის სახლსაშენ კომბინატში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, საგეგმო და საწარმოო-ტექნიკური განყოფილებების უფროსად; 1984-1988წწ. წარმოების უფროსად; 1988-1989წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს აპარატისა და N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" სამმართველოების უფროსი; 1989 წლიდან იმავე სამინისროს N4 სამშენებლო ტრესტის რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის დირექტორი იყო; მონაწილეობდა რიგი ქარხნების, ფაბრიკების, სოციალური და ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.483
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |