Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ჟორჟოლიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მეორე ობჩა, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1938 წელს. 1939-1940წწ. მუშაობდა ქ. სევასტოპოლში, სანაპირო დაცვისა და საფორტიფიკაციო დანიშნულების ობიექტებზე ინჟინრად; 1940-1941წწ. ფინეთში, ხანკოს ნახევარკუნძულზე, საფორტიფიკაციო ობიექტების მშენებლობაზე ინჟინერ-კაპიტნის წოდებით; 1941-1944წწ. იყო მოქმედ არმიაში, სამხედრო გემ "იოსებ სტალინის" ეკიპაჟის შემადგენლობაში; მისი ჩაძირვის შემდეგ იბრძოდა ლენინგრადის ფრონტზე; 1944 წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. წყალტუბოში, საკურორტო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1949-1964წწ. მუშაობდა მშენებლობის სფეროში, საქართველოს კვების მრეწველობისა და მშენებლობის სამინისტროების სისტემაში; 1955 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას; ჰქონდა III რანგის კაპიტნის სამხედრო წოდება. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.485
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |