შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ჟორჟოლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სევასტოპოლი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად, ტრესტის მთავარ ინჟინრად, ტრესტის მმართველად; 1981-1984წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში"- პროექტის მთავარ ინჟინრად; იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტექნიკური სამმართველოს უფროსი, მინისტრის მოადგილე; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა სამრეწველო-სამოქალაქო დანიშნულების არაერთი ობიექტი, მათ შორის: N 2175 და N 1172 სამხედრო დანიშნულების ობიექტები, ელექტრონული მრეწველობის კომპლექსი თბილისში, ქირურგიის, თერაპიისა და მორფოლოგიის ს/კ ინსტიტუტები და სხვა; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.486 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |