Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ჟორჟოლიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სევასტოპოლი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად, ტრესტის მთავარ ინჟინრად, ტრესტის მმართველად; 1981-1984წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში"- პროექტის მთავარ ინჟინრად; იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტექნიკური სამმართველოს უფროსი, მინისტრის მოადგილე; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა სამრეწველო-სამოქალაქო დანიშნულების არაერთი ობიექტი, მათ შორის: N 2175 და N 1172 სამხედრო დანიშნულების ობიექტები, ელექტრონული მრეწველობის კომპლექსი თბილისში, ქირურგიის, თერაპიისა და მორფოლოგიის ს/კ ინსტიტუტები და სხვა; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.486 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |