The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ჟორჟოლაძე

ვლადიმერ ჟორჟოლაძე
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1904  (119 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა თიანეთი.

დაამთავრა ლენინგრადის საგზაო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1932 წელს.

1933-1940წწ. მუშაობდა საქართველოს გზატკეცილების მთავარ სამმართველოში ინჟინრად; "თბილისი-ქუთაისის" საავტომობილო გზის მშენებლობაზე ინჟინრად; ამავე გზის ექსპლუატაციაზე - საგზაო უბნის ინჟინრად, უფროსად; 1940-1942წწ. იყო საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" მთავარი ინჟინერი, წითელწყაროს სამშენებლო-სამონტაჟო კანტორის უფროსი; 1942-1944წწ. საქართველოს საავტომობილო გზების მთავარ სამმართველოში, სხვადასხვა უბნებზე გზების ექსპლუატაციის უფროსი; 1944-1945წწ. იყო ზემო და ქვემო სვანეთის ახალი საავტომობილო გზების მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1945-1947წწ. "მარნეული-ხრამჰესის" გზის მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსის მოადგილე; 1947-1978წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" გზათა მშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1978 წლიდან მუშაობდა "ენგურჰესის" მშენებლობაზე საგზაო სამმართველოს უფროსად.

ყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.486-487

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: