The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ჟორჟოლაძე

დაბადების თარიღი:1942  (82 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს.

1965 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუტებში ტექნიკოსად; 1974-1994წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 და N6 სამშენებლო ტრესტებისა და სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" სამუშაოთა მწარმოებელი, უბნისა და სამმართველოს უფროსი; 1994 წლიდან ფირმა "აღორძინების" გენერალური დირექტორია; ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მრავალი ობიექტის მშენებლობას; ასევე, საცხოვრებელი სახლების აღდგენას სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის (თეთრიწყაროსა და საჩხერის რაიონებში).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.487


გააზიარე: