The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანა ამილახვარი

ანა ამილახვარი
Other name:იღუმენია ნინო
Date of birth:16 January, 1816
Date of death:30 December, 1904  (at 88 years)
Burial location:წმინდა ნინოს ეკლესია, სამთავროს მაყვლოვანი, მცხეთა
Category:Nobleman, Religious leader, Saint

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ჭალა, საამილახვრო სათავადო, მაშინდელი გორის მაზრა.

მშობლები ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდა მამიდამ, მონაზონმა ნინო ამილახვარმა ითავა, რომელიც მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი იყო. მან ძმისწული მონასტრული წესით აღზარდა. 1839 წელს მამიდა გარდაიცვალა, ახალგაზრდა მორჩილმა მონასტერი არ მიატოვა. იგი მონაზვნებს საკუთარი ხარჯით აცხოვრებდა და წმინდა წერილსა და ხელსაქმეს ასწავლიდა. 1855 წელს საქართველოს ეგზარქოსის ისიდორეს ლოცვა - კურთხევით, ქვათახევის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ტარასიმ, მცხეთის მონასტერში მორჩილი ანა ამილახვარი მონაზვნად აღკვეცა და სახელად ნინო უწოდა. 1863 წელს მონაზონ ნინოს წმინდა ნინოს მონასტრის გამგებლობა მიანდეს. იმ დროს მონასტერს ძალიან უჭირდა, ეკლესიას შეკეთება სჭირდებოდა. ნინომ მაშინვე ტაძრისა და მონასტრის რესტავრაციაზე დაიწყო ზრუნვა. ეგზარქოსის ნებართვით ნინომ მთელი თბილისი, მოზდოკი, პიატიგორსკი, ახალციხე და აბასთუმანი მოიარა და ქველმოქმედი ქრისტიანებისგან შემწეობა ითხოვა. შეგროვილი შემოწირულებით მან მონასტერი გაამშვენიერა, ტაძრისთვის კი საეკლესიო და სამღვდელმსახურო ნივთები შეიძინა. 1866 წელს მონასტერში იღუმენიას მეცადინეობით დაარსდა დედათა სასწავლებელი, რომლის მმართველი და "პირველი წევრი რჩევისა" თვითონ იყო. 1879 წელს განაახლა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, 1883 წელს დედათა მონასტრის ტაძრის გუმბათი შეაკეთებინა და ეკლესია გადახურა, ხოლო მოგვიანებით მთავარი ტაძრის კედლებიც შეაკეთა. 1880 წელს იღუმენია ნინოს მიერ დაარსებული სასწავლებელი "საეპარქიო სასწავლებლის" სახელწოდებით თბილისში გადაიტანეს. ნინომ გადაწყვიტა ხელმეორედ დაეარსებინა მონასტერთან დედათა სკოლა. 1888 წელს მოხუცებულმა იღუმენიამ შორი მოგზაურობა იტვირთა და რუსეთში გაემგზავრა, რათა იქ შეგროვილი შემოწირულებით ეკლესიაც შეეკეთებინა და განეხორციელებინა თავისი სანუკვარი ჩანაფიქრი - აღედგინა სკოლა მცხეთაში. 1889 წლის 1 ოქტომბერს ეგზარქოსმა პალადიმ მონასტერში ქალთა სასწავლებელი აკურთხა. 1890 წლის 2 ოქტომბერს ქართველმა საზოგადოებამ იღუმენია ნინოს მოღვაწეობის 25 წლის იუბილე აღნიშნა, რომელიც მცხეთის დედათა სავანეში გაიმართა. წირვა აღასრულა ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა, არქიმანდრიტ კესარიოსისა და მღვდელ–მონაზონ ლეონიდე ოქროპირიძის თანამწირველობით. ცნობილია ამ დღეს მღვდელ–მონაზონ ლეონიდეს მიერ წარმოთქმული ქადაგება, რომელშიც ზუსტად იყო გადმოცემული იღუმენიას ღვაწლი. იღუმენია ნინო იყო არა მარტო სამთავროს წმინდა ნინოს ეკლესიის შემნახველი და დამცველი, არამედ ქართველ ქალთა არაერთი თაობის აღმზრდელი და მათთვის  მაგალითის მიმცემი. იღუმენია ნინო 1904 წლის 30 დეკემბერს 88 წლის ასაკში აღესრულა და დაიკრძალა წმინდა ნინოს მაყვლოვანთან თავისივე აგებულ ეკლესიაში. კომუნისტების დროს ეს ტაძარი დაინგრა, შემორჩენილია მხოლოდ ტაძრის იატაკი და საძირკველი. 1865 წელს ეგზარქოსმა ევსევიმ, მცხეთის დედათა მონასტრის განახლებისათვის მონაზონი ნინო ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენიას წოდება მიანიჭა; 1880 წელს წმინდა ნინოს ეკლესიის განახლებისთვის დაჯილდოვდა ძვირფასი თვლებით გამშვენებული ჯვრით; 1883 წელს - მეომრების დახმარებისთვის წითელი ჯვრის ორდენით. 2016 წლის 22 დეკემბერს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იღუმენია ნინო წმინდანად შერაცხა. საქართველოს ეკლესიის მენელსაცხებლე დედა.

წყარო: georoyal.gesamtavro.ge

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1895-)

Share: