The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონტი სავარსამიძე

დაბადების თარიღი:1778
გარდაცვ. თარიღი:1838  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოზდოკი.

1804 წლის 1 იანვრიდან ყაბარდოს პოლკის კაპიტანი; 1818 წლიდან - პოლკოვნიკი; 1827 წლიდან გენერალ-მაიორი; 1832 წელს მონაწილეობდა ჭარის ოლქის დაწყნარებაში; ასრულებდა ჭარ-ბელაქანის ოლქის უფროსის მოვალეობას. იყო მამაცი მეომარი, მიღებული ჰქონდა 5 ჭრილობა. საკუთარი ძალით გაიკვლია გზა, თუმცა სპეციალური განათლება არჰქონდა მიღებული. რუსეთ-ირანის (1826-1828) და რუსეთ-თურქეთის (1828-1829) ომების მონაწილე. მიღებული აქვს რუსეთის სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს თავად-აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro/genobility.pro/ru


გააზიარე: