The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოწია ავალიშვილი

კოწია ავალიშვილი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე ავალიშვილი
დაბადების თარიღი:1878
გარდაცვ. თარიღი:1937  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

1909 წლიდან იყო ალექსანდრიელ შავ გუსართა პოლკის ობერ-ოფიცერი. 1912 წელს ლივერპულში მოიგო სტიპლ-ჩეიზის (დაბრკოლებიანი დოღი) დიდი ნაციონალური პრიზი. ის  ჯერ მოსკოვის, მერე კი დიდუბის იპოდრომების ჟოკეი იყო. პირველი მსოფლიო ომის დროს, პოლკოვნიკი კონსტანტინე ავალიშვილი ცხენოსანთა ლეგიონს მეთაურობდა. ერთ-ერთი ბრძოლის დროს დუნაის პირა მთიან სოფელთან მისი ლეგიონი ალყაში მოაქციეს გერმანელებმა. ბრძოლამ დიდხანს გასტანა. თითქმის მთელი ლეგიონი გაწყდა, გადარჩენილებს ტყვედ  ჩავარდნა ელოდა. გერმანელებს განსაკუთრებით მათი მეთაურის ცოცხლად ჩაგდება უნდოდათ. კონსტანტინემ ალყა რომ ვერ გაარღვია, სხვა გამოსავალი  ვერ მონახა და თვალუწვდენელი სიმაღლის კლდიდან დუნაიში თავისი ცხენით გადაეშვა. მისი ვაჟკაცობით განცვიფრებულმა გერმანელებმა მეორე ნაპირზე გასულ მხედარს გასძახეს: "ბრავო რუსის ოფიცერო". ომის დამთავრების შემდეგ გარკვეული პერიოდი მოღვაწეობდა პოლონეთში, სადაც მას შეეძინა ქალიშვილი ნატალია, რომელიც დედის გვარზე იყო. 1960-იან წლებში ნატალია გალიჩენსკაია ჩამოვიდა თბილისში და მოინახულა მამის საფლავი. ნატალიას მეუღლე გახლდათ პოლონელი პოეტი კონსტანტინე გალიჩენსკი, რომლის ლექსებიც თარგმნა შოთა ნიშნიანიძემ. კონსტანტინე ავალიშვილის მეუღლე იყო რუსუდან არჩილის ასული ჭავჭავაძე, გენერალ-მაიორ არჩილ ჭავჭავაძის ქალიშვილი. საბჭოთა პერიოდში ის თავის მეუღლესთან ერთად დიდუბის იპოდრომზე ცხოვრობდა და წვრთნიდა მაღალი კლასის ბედაურებს. დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ჯვრით. ცნობილი კავალერისტი, ცხენოსანი.

წყარო: საქართველოს თავად-აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro/ge


გააზიარე: