Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით გოგიჩაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსები და საბანკო საქმე (ბაკალავრი) 1997 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ბაკალავრი) 2001 წელს; პენსილვანიის უნივერსიტეტი (შესავალი სპეციალობაში - სერტიფიკათი) 2001 წელს; ოჰაიოს უნივერსიტეტი (მედია მენეჯმენტის დეპარტამენტი - მაგისტრის ხარისხი) 2002 წელს. 2002 წელს იყო სატელიტური კომუნიკაციების ონლაინ ჟურნალის მმართველი საბჭოს წევრი; ვაშინგტონის ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრის კავკასიის მედია მენეჯმენტის პროგრამის ასისტენტი (2002); 2003 წელს სამაუწყებლო კომპანია "NBC" -ის ნიუ-იორკის სათაო ოფისის პროექტის ამერიკული გვიანი საღამოს იუმორისტული ტელე-ფორმატების საქართველოს ტელე-ბაზარზე ადაპტირებ" -ის ავტორი; სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" -ის ტელეპროექტების - "ღამის შოუ", "შაბათის შოუ", "ცოცხალი შოუ", "კანდიდატი" - მენეჯერი (2003); 2004 წლიდან კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლის (I სკოლასთან არსებული) მედია მენეჯმენტის ლექტორი. 1997 წლის სტუდენტური დღეების გამარჯვებული (ნომინაცია - წლის საუკეთესო პოლიტიკური სატირა); "საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების" მიერ ორგანიზებული ედმუნდ მასკის სახელობის 2002 წლის სტიპენდიატი (გამოვლინდა 240 სტიპენდიანტი 12 ქვეყნის 6300 აპლიკანტიდან). ჟურნალისტი, პროექტების მენეჯერი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.127; ambebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |