Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკო აღნიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ნიკოლოზ აღნიაშვილი სხვა ქართველ იუნკრებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. პოლონეთის მაშინდელმა ხელისუფალმა, მარშალმა იუზეფ პილსუდსკიმ ორასამდე ქართველი სამხედრო მიიწვია პოლონეთში. მათ შორის იყო იუნკერი ნიკოლოზ აღნიაშვილიც. სამხედრო სასწავლებლების დამთავრების შემდეგ, ქართველებმა საკონტრაქტო ოფიცრებად დაიწყეს სამსახური პოლონეთის არმიაში. 2009 წელს პოლონეთის ეროვნულმა არქივმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა XX საუკუნის 20-იანი წლების პოლონურ-ქართული ურთიერთობების ამსახველი რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის ასლი, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ, ზუსტად დადგინდეს იმ ქართველი იუნკრების ვინაობა, რომლებიც მარშალ პილსუდსკის უშუალო მითითებით ჩარიცხეს პოლონეთის სამხედრო სკოლებში. ჩარიცხულთა სიაში, სხვა ქართველ იუნკრებთან ერთად, არის იუნკერი ნიკოლოზ აღნიაშვილიც. ნიკოლოზ აღნიაშვილი სრულიად ახალგაზრდა, ოცდაშვილი წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია კრაკოვის რაკოვიცკის სასაფლაოზე. მისი საფლავის ქვაზე ამოკვეთილია ქართული წარწერა: "ნიკო აღნიაშვილი, იუნკერი საქართველოს სამხედრო სკოლისა", ხოლო პოლონური წარწერა იუწყება: "ღმერთმა გაანათლოს ნიკო აღნიაშვილი, მამაცი ქართველი ერის შვილი. გაძევებული რუსების მიერ სამშობლოდან, სამშობლოს მონატრებული გარდაიცვალა კრაკოვში. ღმერთო, მიეცი თავისუფლება საქართველოს!" საფლავის ქვაზე ასევე არის ნიკოს ფოტოსურათიც, ქვაზე გადატანილი. ქართულ და პოლონურ წარწერებს შორის კი კავკასიელთა სიმამაცის სიმბოლოს, ხანჯლის გამოსახულებაა ამოკვეთილი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუნკერი, შემდეგში პოდჰალეს (მთიანი რეგიონი სამხრეთ პოლონეთში) ქვეითმსროლელთა პოლკის პორუჩნიკი (შეესაბამება ლეიტენანტის წოდებას). წყარო: უცნობი ქართველი იუნკერი პოლონეთში / ქეთი ტოროტაძე // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბ., 2012. - ISSN 2233-3843. - ივნისი. - N6(18). - გვ.26-29
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |