The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამა ვასილი (ბერ-მონაზონი)

მამა ვასილი
ოფიციალური სახელი:ვასილ ფირცხელავა
სხვა სახელი:მამა ბასილი
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1923
გარდაცვ. თარიღი:1960  (36 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ზუმი, ჩხოროწყუს რაიონი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზუმი, ჩხოროწყუს რაიონი.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1942 წელს.

1954 წლის 26 ივლისს ბეთანიის მონასტერში მივიდა. ბეთანიის  მონასტერში იმ დროისთვის ორი გამოჩენილი ბერი-მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე) მოღვაწეობდნენ. მონასტერს ხშირად სტუმრობდა მამა გაბრიელი. მამა ვასილი იყო მამა გაბრიელის თანამებრძოლი, მათ ერთი სულიერი მოძღვარი ჰყავდათ - მამა გიორგი (მხეიძე). 1955 წლის 24 იანვარს ბეთანიის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა იოანემ (მაისურაძე) იღუმენი გიორგის თანაშეწევნით მამა ვასილს შემოსა მცირე სქემა (ბერ-მონაზვნის უმაღლესი ასკეტური ხარისხი მართლმადიდებელ ეკლესიაში. ამ ხარისხის მონაზვნები გამოირჩეოდნენ მკაცრი ასკეტიზმით. მონაზონთა დადებული აღთქმის მიხედვით არსებობდა დიდი და მცირე სქემა). 1955 წლის 10 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ ვასილს მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი. მამა ვასილს მღვდელმთავრობას სთავაზობდნენ, მაგრამ უარი თქვა: "სიტყვა მაქვს მიცემული, რომ ვემსახურო მამა იოანეს და მამა გიორგის და არ დავტოვო ბეთანიის მონასტერი ჩემს, ან მათ გარდაცვალებამდე"ხელისუფლების წარმომადგენლები აიძულებდნენ მამა ვასილს დაეტოვებინა მონასტერი, მამა ვასილი მტკიცედ ამბობდა: "მე მონასტერს არ დავტოვებ", როდესაც არც დევნამ და არც მუქარამ შედეგი არ გამოიღო, მამა ვასილი სასიკვდილოდ გაიმეტეს. ბერის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ დაიბეჭდა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცემულ ჟურნალში "მართლმადიდებლური სიტყვა". მამა ვასილი ანდერძის თანახმად, იგი უნდა დაეკრძალათ ბეთანიის მონასტერში მამა იოანეს გვერდით, მაგრამ მისი სურვილი არ აღსრულდა, დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ზუმში.

წყარო: საქართველოს სამეფო: georoyal.ge


გააზიარე: