The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბეთანიელი ბერი იოანე

ბეთანიელი ბერი იოანე
ოფიციალური სახელი:ვასილ მაისურაძე
დაბადების თარიღი:1882
გარდაცვ. თარიღი:1957  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბეთანიის მონასტერი, დიდგორის რაიონი, თბილისი
კატეგორია:სასულიერო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

ბავშობიდანვე ეხმარებოდა ბეთანიის მონასტრის წინამძღვარს, მღვდელმონაზონ სპირიდონს (კეთილაძე), რომელმაც 1894-1896 წლებში დიდი გაჭირვებით მოაწყო და აღადგინა სავანე. სიყრმიდანვე ბერ–მონოზნური ცხოვრებისაკენ მიდრეკილი და სიწმინდის მაძიებელი ვასილი 1903 წლიდან ათონის მთაზე იწყებს მოღვაწეობას, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანეში. ახალგაზრდა მოღვაწე აღკვეცეს მონოზვნად და წმინდა იოანე ღვთისმეტყველისადმი მისი უსაზღვრო სიყვარულის ნიშნად იოანე უწოდეს. მალე მონოზონი იოანე მღვდლად აკურთხეს. ათონის მთიდან უკანონოდ გამოდევნისა და შემდგომში ათეისტური ხელისუფლების მიერ სასიკვდილოდ გაწირვის მიუხედავად, მამა იოანე ყოველთვის საოცარ კაცთმოყვარეობას იჩენდა გარშემომყოფთადმი. წმინდა იოანემ 17 წელი დაჰყო ათონზე. 1920-1921 წლებში სხვა ქართველ ბერებთან ერთად, იძულებული გახდა დაეტოვებინა წმინდა მთა. საქართველოში დაბრუნებული მამა იოანე არმაზის მონასტერში დამკვიდრდა, სადაც ბოლშევიკური დევნის გამო მხოლოდ ერთი ბერი ცხოვრობდა. ერთხელ, მონასტერში მოსულმა ჩეკისტებმა ბერები გაიყვანეს და ხევის პირას დახვრიტეს. ხევში გადავარდნილი ბერები სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. ცოცხალ–მკვდარი იოანე სამთავროს დედათა მონასტერში მიიყვანეს. გამოჯანმრთელებული მამა იოანე ბეთანიის მონასტერში გადავიდა, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობდა მისი ბავშვობის მოძღვარი, მღვდელმონაზონი სპირიდონი. მალე, სავანის წინამძღვრობა მამა იოანემ გადაიბარა. 1924 წელს ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობა დაიწყო მამა გიორგიმ მას შემდეგ ეს ორი წმიდა მამა მთელი ცხოვრება ერთად მოღვაწეობდა მონასტერში. 1954 წელს ბეთანიელ ბერებს შეუერთდა მამა ვასილ ფირცხალავა, რომელიც მოწამეობრივად აღესრულა 1960 წელს. მიუხედავად მძიმე ღვაწლისა, მამა იოანე მონასტერში ამოსული ხალხის გასამხნევებლად თვითონაც მხიარულობდა. იოანეს ძალიან უყვარდა ბავშვები. ცნობილია, მამა იოანეს ლოცვით აღსრულებული მრავალი სასწაული, რომელთა გამომჟღავნებას ღირსი მამა ყოველთვის ერიდებოდა. მან და მამა გიორგიმ ლოცვით განკურნეს ყრუ–მუნჯი, მათთან მოჰყავდათ სხვადასხვა უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანები. ბეთანიაში რამდენიმე დღით დარჩენის შემდეგ ავადმყოფები სასწაულებრივად იკურნებოდნენ. მამა იოანე მონასტრის ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებდა და ძალიან წუხდა მამა გიორგიზე, რომელსაც სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. ცხოვრებისეულმა ტანჯვამ და გამუდმებულმა შრომამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1957 წელს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მამა იოანე და მამა გიორგი წმიდანებად შერაცხა და მათი ხსენების დღე დააწესა 21 სექტემბერს (ძველი სტილით 8 სექტემბერს). წმინდა მამები დაკრძალულნი არიან ბეთანიის მონასტრის ეზოში. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანი.

წყარო: nazareti.ge


გააზიარე: