The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ მხეიძე

დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:11 აპრილი, 2007  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი როკითი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ზოოლოგიის სპეციალობით.

1990 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. აქტიურად მუშაობდა როგორც არაქნოლოგი (ზოოლოგიის ერთ-ერთი დარგი, რომელიც შეისწავლის ობობასნაირებს). თამარ მხეიძე იყო კავკასიის პირველი არაქნოლოგი. მისი სამენიერო კვლევის საგანი იყო საქართველოში ობობების პოპულაციის შესწავლა. ეკუთვნის 30-ზე მეტი სტატია და ერთი წიგნი საქართველოს ობობების შესახებ, სადაც აღწერა ობობების და მთიბავების 40 ახალი სახეობა. ზოოლოგი, საქართველოს პირველი არაქნოლოგი. ქართველი ლიმნოლოგის (ტბათმცოდნეობა) ლავროსი კუტუბიძის მეუღლე.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: