The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გოგოლაძე

დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1969  (54 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი 1993 წელს; საქართველოს აგრობიზნესის ინსტიტუტის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა მენეჯმენტის ფაკულტეტი 1998 წელს; სახალხო მეურნეობის უმაღლესი სკოლა 1990 წელს.

1993-1995წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი; 1994-2001წწ. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის აღმასრულებელი მდივანი, გენერალური მდივნის თანაშემწე; 1996-2000წწ. საქართველოს პარლამენტის წამყვანი სპეციალისტი; 2002-2004წწ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილე; 2004-2006წწ. თბილისის საკრებულოს საფინანსო, საბიუჯეტო და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარე; თანაავტორია წიგნისა "დავით ციციშვილი, მოგონებები". გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები პრესაში; 2005 წლიდან იყო საქართველოს მხატვართა კავშირისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.129

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1996-2000)

გააზიარე: