The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ევგენი ჟუკოვსკი

Date of birth:18 November, 1911  (113 years)
Date of death:19??
Category:Architect

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1948 წელს.

1933-1935წწ. და 1941-1945წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1945 წლიდან იყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქსახპროექტის" უფროსი არქიტექტორი, ჯგუფის ხელმძღვანელი, VII არქიტექტურული სახელოსნოს უფროსის მოადგილე, პროექტის მთავარი არქიტექტორი; მისი ძირითადი ნამუშევრებია: საზაფხულო კინოთეატრები (ვერისა და კომუნარების პარკებში), საცხოვრებელი სახლები თბილისის სხვადასხვა უბნებში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სატყეო მეურნეობის მთავარი სამმართველოს, ადგილმრეწველობის, "დინამოს" რესპუბლიკური საბჭოს თანამშრომლებისათვის, საქართველოს მინისტრთა საბჭოს აგარაკი წყნეთში, N1 ინტერნატი (300 ბავშვზე) წერეთლის პროსპექტზე, 60-ადგილიანი ბავშვთა საავადმყოფო ნაძალადევის რაიონში, მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრი 600 ადგილზე (რეკონსტრუქცია), თოჯინების თეატრი 150 ადგილზე; არის სხვადასხვა კონკურსების მონაწილე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.487

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • შრომის ვეტერანი

Share: