The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჟღენტი

დავით ჟღენტი
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1910
გარდაცვ. თარიღი:1965  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გუთური, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1934 წელს.

1963 წლამდე ემსახურებოდა ჰიდრომშენებლობის საქმეს; მუშაობდა ხრამის, სამგორის, ლაჯანურის, გუმათის, ტყიბულის, სიონის, ენგურის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებზე; გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური ინჟინრიდან მთავარ მექანიკოსამდე; 1945-1946წწ. რიგ საწარმოთა დემონტაჟის მიზნით, მივლინებული იყო გერმანიაში ჯგუფის ხელმძღვანელად; 1952-1953წწ. სათავეში ედგა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" საგზაო მშენებლობისა და 1953-1962წწ. მექანიზირებულ სამუშაოთა სამმართველოებს; 1963 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" სიტემაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.487

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: