The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ლეჟავა

ნინო ლეჟავა
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1997 წელს.

თეატრისა და კინოს მსახიობი. თეატრალური როლები - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი: მარიამ მაგდალელი, სალომე - გია მარღანია "EVANGELION" (სახარება) - რეჟ. გია მარღანია; ბოროტთა დედოფალი - დიმიტრი ხვთისიაშვილი "საახალწლო ნაძვის ხე" -  რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი; ბობი - ნილ საიმონი "მგზნებარე შეყვარებული" - რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი; ფრეკენ როზენბლუმი - ასტრიდ ლინდგრენი "პეპი გრძელი წინდა" - რეჟ. გიორგი თავაძე; ბაგირა - რედი არდ კიპლინგი "მაუგლი" - რეჟ. ნიკოლოზ საბაშვილი; ნელი - რევაზ მიშველაძე "არ დამივიწყო" - რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი; ცეკვის მასწავლებელი - კრისტოფერ გორი "ჩვენ გველის დიდება" -  რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი; ქეთინო, გიული – ლაშა ბუღაძე "7+1" -  რეჟ. გიორგი ქაჩიბაია; ნინო – ოთარ ბაღათურია "ამიკო" - რეჟ. ოთარ ბაღათურია; დედოფალი – ძმები გრიმები "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" - რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვი; ლიპანტერა – მიხეილ ანთაძე "ზღაპარი მუსიკის შესახებ" - რეჟ. მიხეილ ანთაძე; გულიკო – ბასა ჯანიკაშვილი "თითით საჩვენებელი" - რეჟ. გიორგი ქაჩიბაია; ქალი – გია მურღულია "ღია გაკვეთილი" - რეჟ. ლევან ქობლიანიძე; ყაჩაღების მეთაური ბოშა – ვასილი ლივანოვი და იური ენტინი "ბრემენელი მუსიკოსები" - რეჟ. ეკატერინე შარიქაძე; დედოფალი – ევგენი შვარცი "თოვლის დედოფალი" - რეჟ. თამარ თუხარელი; მარინა – ნიკოლოზ ანთაძე "სტუმარი" - რეჟ. გიორგი ქაჩიბაია; ბებია – მიშელ ფერმო "კარებს აჯახუნებენ" - რეჟ. მაია ჩართოლანი; ინგა – ნოდარ დუმბაძე "კუკარაჩა" -  რეჟ: შალვა გაწერელია, აღადგინა ოთარ ბაღათურიამ. მონაწილეობს სხვადასხვა თეატრების სპექტაკლებში: ილიაუნის თეატრი, თეატრი "ძველი სახლი", თეატრალური სარდაფი რუსთაველზე, თეატრი ათონელზე, თეატრი "გლობუსი", თავისუფალი თეატრი, სამეფო უბნის თეატრი. 1990 წლიდან მონაწილეობს კინო და ტელე გადაღებებში: ქართველი გოგო - მხატვრული ფილმი "შემოდგომა" -  რეჟ. ოზჯან ელპერი; ქალი - "აკრა"  - რეჟ. დევინ ჰორანი; ნარკოდილერი – მხატვრული ფილმი "ზღვარი" -  რეჟ. მარიკა ქაცარავა; ქეთი – მხატვრული ფილმი "მაგრამ რა მერე" - რეჟ. რამაზ იოსელიანი; ირმა – სერიალი "ოცდაშვიდი დრაკონი" - რეჟ. ბესო გიორგობიანი; ჭორიკანა მეზობელი – სერიალი "ყავა და ლუდი" - რეჟ. ზაზა ბუაძე; მარინა – სერიალი "ცხელი ძაღლი" - რეჟ. ზაზა ურუშაძე; ციალა – სერიალი "მუსკულები" - რეჟ. შალვა რამიშვილი; მთხრობელი /ბულბული/ მექანიკური ბულბული/ მსახური გოგონა – ტელე-ზღაპარი "ბულბული" - რეჟ. თინათინ ჭაბუკიანი; ლილი – მხატვრული ფილმი "თბილისი ჩემი სახლია" -  რეჟ. ერეკლე ბადურაშვილი; სოფო – მხატვრული ფილმი "აქ თენდება" - რეჟ. ზაზა ურუშაძე; ქართველი გოგო – მხატვრული ფილმი "შემოდგომა" - რეჟ. ოსჯან ალფერიაჰუ; მხატვრული ფილმი "რენე მიდის ჰოლივუდში" - რეჟ. ალექსანდრე ცაბაძე და სხვ. 1994 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (მ/ფ - "თბილისი ჩემი სახლია") გადაეცა კინოფესტივალ "ოქროს არწივის" პრიზი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 121; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; ნოდარ დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა თეატრის ვებ გვერდი: mozardi.ge


გააზიარე: