The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ლორთქიფანიძე

ნინო ლორთქიფანიძე
Date of birth:11 June, 1959  (65 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1980 წელს. მოზარდ-მაყურებელთა თეატრში განსახიერებული როლები: პრესცენტრი (ფრიდრიხ შილერი, კარლო გოცი "პრინცესა ტურანდოტი", რეჟ. გ. ბრეგაძე), გუსტავსონი, თეატრის დირექტორი (ასტრიდ ლინდგრენი "პეპი გრძელი წინდა" რეჟ. გ. თავაძე), დედოფალი (ა. სულაკაური "სალამურა" რეჟ. კოტე მირიანაშვილი), ქეთო (ნ. დუმბაძე, გ. ლორთქიფანიძე "მე ვხედავ მზეს", რეჟ. დ. ხვთისიაშვილი), ნათელა, ეთერიკო (ლ. ბუღაძე "7+1" რეჟ. გ. ქაჩიბაია), ძიძა (იაკობ გოგებაშვილი "იავნანამ რა ჰქმნა?", რეჟ. ო. ბაღათურია), იბრუხტი (გ. ნახუცრიშვილი "ნაცარქექია", რეჟ. დ. ხვთისიაშვილი), ეკა (დ. კლდიაშვილი "ირინეს ბედნიერება", რეჟ. დ. ხვთისიაშვილი) და სხვ; კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე: შორენა (კ. გამსახურდია, "დიდოსტატის მარჯვენა" რეჟ. დ. ანდღულაძე), ია (ვ. კოროსტილიოვი "მარტოობის დღესასწაული", რეჟ. გ. ლორთქიფანიძე); რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე: ხათუნა (თ. მეტრეველი "შეშლილი, შეშლილი ახალი წელი", რეჟ. რ. ჩხაიძე), ექიმი (თ. ჭილაძე "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის", რეჟ. რ. სტურუა), ვერა (ა. ვამპილოვი "იხვებზე ნადირობა", რეჟ. ა. ვარსიმაშვილი, "დედა ენა" რეჟ. რ. სტურუა); შეასრულა შემდეგი როლები მხატვრულ ფილმებში: ნინო ( "ძილისპირული" რეჟ. ნ. გარდაფხაძე, 1983), ნუნუ ექიმი ("თეთრი ბაირაღები" რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1990), აიდე ("წიგნი ფიცისა" რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1983), ნათელა ("ნუ გააღვიძებ!" რეჟ. გ. ლორთქიფანიძე), ია ("გამარჯობა ყველას" რეჟ. გ. ლორთქიფანიძე), ნინო ("ანდერძი" რეჟ. ნ. დვალიშვილი), კირა ("ღამის ზარები" რეჟ. გ.  ლორთქიფანიძე) და სხვ.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 123; ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ვებ გვერდი: mozardi.ge


Share: