შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი რამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960-1978წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, ქარხნის დირექტორად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1978-1984წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1984-1987წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" მიწისქვსშა ნაგებობების ტრესტის მმართველი; 1987-1991წწ. ამავე გაერთიანების უფროსის მოადგილე; 1991-1994წწ. თბილისის საცხოვრებელი სახლებისა და სხვა სოციალური დანიშნულების ობიექტების მიმღები ორგანოს ხელმძღვანელი; 1994-1996წწ. მუშაობდა საართველოს მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროს გაერთიანება "ტაძარმშენის" უფროსად; 1996-1997წწ. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ტრესტ "გზამშენის" უფროსის მოადგილედ; 1997 წლიდან საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის სამშენებლო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; მისი მონაწილეობით აშენდა მთელი რიგი ქარხნები, საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები, სკოლები და საბავშვო ბაღები; ამ ობიექტებს შორის აღსანიშნავია: თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (რეკონსტრუქცია); აქტიურად მონაწილეობდა მცხეთის ჯვრის, სვეტიცხოვლის, ქვათახევის, ყინწვისის, ბაგრატის, გელათის ტაძრების, შატილის, ჩაჟაშის, ერეკლე II თელავური სასახლის რეკონსტრუქციაში; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.489 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |