The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაალ გოგსაძე

ზაალ გოგსაძე
დაბადების თარიღი:21 ოქტომბერი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1979 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1983 წელს.

1990-1993წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი; 1993-1994წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 1994-1999წწ. გაეროსთან საქართველოს მუდმვი წარმომადგენლობის მრჩეველი, ნიუ-იორკი; 1999-2001წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი; 2001-2002წწ. ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაეროს მისიის სამოქალაქო ოფიცერი, ბანია-ლუკა; 2003-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2004-2008წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, აკრედიტებული მალტის რესპუბლიკასა და სან-მარინოს რესპუბლიკაში; 2013-2018წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში; 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში, აკრედიტებული ხორვატიის რესპუბლიკასა და მონტენეგროში. 2009-2012წწ. პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატების" საბჭოს წევრი; 2012 წელს პოლიტიკური პარტია - "ქართული ოცნების" წევრი, სამოქალაქო მოძრაობა "ქართული ოცნების" თანადამაარსებელი; განსაკუთრებული მიღწევები აქვს 1992 წელს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის ჰელსინკის სამიტის (ჰელსინკი 2) მომზადებასა და მუშაობაში; 1999 წელს ეუთოს სტამბოლის სამიტის მომზადებასა და მუშაობაში საქართველოს დელეგაციის წევრის სტატუსით; 2000 წელს გაეროს ათასწლეულის სამიტის მომზადებასა და მუშაობაში საქართველოს დელეგაციის წევრის სტატუსით. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე  ნაშრომი ქართულ და რუსულ სამეცნიერო ჟურნალებში; 1984-1991წწ. სტატიები და სხვა პუბლიცისტური წერილები ქართულენოვანი ჟურნალ-გაზეთებისათვის. 2013 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1984). 

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2000).

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.130; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდი: czech.mfa.gov.geდამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.61

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატების" საბჭო, წევრი (2009-2012)
  • პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება", წევრი (2012-)

გააზიარე: