The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა გოროზია

ზაზა გოროზია
დაბადების თარიღი:11 თებერვალი, 1975  (49 წლის)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო აკადემია 1999 წელს.

2000-2001წწ. იყო იუსტიციის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის სტაჟიორი; 2003-2005წწ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე, უფროსი; 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში; 2011-2012წწ. სოფლის მეურნეობის მინისტრი. 2012 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი. საქართველოს მედიცინის დაცვის ასოციაციის მიერ დაჯილდოებულია საპატიო მედიკოსის მედლით.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.133


გააზიარე: