შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ სანდუნოვი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა უნივერსიტეტის გიმნაზიაში 1779-1784წწ.; დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი 1787 წელს. 1787-1791წწ. უნივერსიტეტის გიმნაზიაში სინტაქსს ასწავლიდა; 1791 წელს დაინიშნა მოსკოვის უნივერსიტეტის კურატორის მდივნად; 1797 წლის თებერვალში დაიწყო მუშაობდა კანონების შემდგენელი კომისიის კანცელარიაში, შემდეგ გადავიდა მოსკოვში სენატის მე-6 დეპარტამენტში ობერ-მდივნად; 1811 წლის თებერვალში მიატოვა სახელმწიფო სამსახური და მოსკოვის უნივერსიტეტში დაიკავა პროფესორის თანამდებობა სამოქალაქო და სისხლის სამართლის სამართალწარმოების კათედრაზე. 1815-1816, 1819-1820 და 1820-1821 სასწავლო წლებში იყო მოსკოვის უნივერსიტეტის ზნეობისა და პოლიტიკური მეცნიერებების განყოფილების დეკანი; 1829 წელს, რექტორის არყოფნის დროს, ასრულებდა უნივერსიტეტის პრორექტორის მოვალეობას; გამოსცა სახელმძღვანელო ძველი სამართალწარმოების ისტორიაზე: "Правая грамота по вотчинному делу в 1559 годе производившемуся". იყო დრამატული ხელოვნების დიდი მოყვარული: წერდა პიესებს და თარგმნიდა ლექსებს; თარგმნა შილერის "ყაჩაღები" (1793), "ოჯახის მამა" (1794 და 1816) და სხვ. იყო "რუსეთის სიტყვიერების მოყვარულთა საზოგადოების" და "რუსეთის ისტორიისა და სიძველეების საზოგადოების" წევრი. ზანდუკელების გვარის წარმომადგენელი. რუსეთს შეხიზნული ვახტანგ VI-ის ამალის წევრის, ნიკოლოზ ზანდუკელის ვაჟი. ზანდუკელების გვარის წარმომადგენელი. რუსეთს შეხიზნული ვახტანგ VI-ის ამალის წევრის, ნიკოლოზ ზანდუკელის ვაჟი, მსახიობ სილოვან სანდუნოვის ძმა. წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზურაბ ქუთათელაძე.-თბ.,2011.-გვ.150
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |