შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლაშა გოცირიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1997 წელს. 1998-1999წწ. იყო პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წამყვანი სპეციალისტი; 2000-2003წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განყოფილების უფროსის მოადგილე და დეპარტამენტის უფროსი; 2004 წელს შპს "საქართველოს რკინიგზის" კორპორაციული მართვის დირექტორი; 2004-2007წწ. წლიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; 2007 წლიდან საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; 2009 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის მოადგილედ; აგრარული უნივერსიტეტის რექტორი 2016 წლამდე; არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.135; google.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |