The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი რამიშვილი

გიორგი რამიშვილი
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1980 წელს.

1980-1981წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლპროექტში" არქიტექტორად; 1981-1982წწ. თბილისის ზონალური ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "თბილზნიიეპის" ბათუმის განყოფილების უფროს არქიტექტორად; 1982-1991წწ. აჭარის მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის მთავარ არქიტექტორად; 1991-1996წწ. იყო აჭარის არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს არქიტექტურის, ქალაქმშენებლობისა და ლიცენზირების განყოფილების უფროსი; 1997-1998წწ. აჭარის ურბანიზაციისა და მშენებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 1998-2004წწ. მუშაობდა აჭარის ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; 2004-2007წწ. აჭარის ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარედ; 2008-2012წწ. ხელმძღვანელობდა მის მიერ დაფუძნებულ არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია "სტოას"; 2012-2013წწ. იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული "აჭარის სივრცითი მოწყობის ჯგუფის" არქიტექტორი; ქალაქ ბათუმის მთავარი არქიტექტორი; მისი ნამუშევრებია: 160-ზე მეტი არქიტექტურული პროექტი; მათ შორის: ხის საცხოვრებელი სახლი ერთი ოჯახისთვის (1985, ლიუბლიანა, იუგოსლავია), ბათუმის ემბლემა და ქალაქში შესასვლელის არქიტექტურული მონუმენტი (1987), 96-ბინიანი საცხოვრებელი სახლი ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩაზე (1989, I პრემია), თავისუფლების მოედნის რეკონსტრუქცია და დიდების მემორიალი ბათუმის საძმო სასაფლაოზე (1990, I პრემია); 1991-1994წწ. კითხულობდა ლექციებს ბათუმის მრავალპროფილიან ჰუმანიტარულ კოლეჯში; 2010 წლიდან - სსიპ "ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში"; მონაწილეობდა ქალაქების ისტორიული უბნების რეგენერაცია-რეკონსტრუქციის, სანაპირო ტერიტორიების ინტეგრირებული მართვის, ურბანისტული ტერიტორიების დაგეგმარებისა და კულტურული მემკვიდრეობის მართვის საკითხებისადმი მიძღნილ ბულგარეთის (1988), თურქეთის (2003), აშშ-ისა (2004) და საფრანგეთის (2006) საერთაშორისო ტრეინინგებში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.489; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.277

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა და დიზაინერთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აჭარის ორგანიზაცია, ხელმძღვანელი (1995-1999)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლების რესტავრაციაში, თბილისის ძველი უბნების აღდგენასა და ქალაქმშენებლობის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: