The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კორნელი რამიშვილი

კორნელი რამიშვილი
დაბადების თარიღი:1910
გარდაცვ. თარიღი:1991  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდვანი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი 1931 წელს.

1932-1937წწ. მუშაობდა ჩელუსკინელების სახელობის (ამჟამად თამარ მეფის) ხიდის მდ. მტკვარზე; 1938-1945წწ. "ზაჰესის" შემოვლითი და "ბორჯომი-ახალციხე-ვალეს" სარკინიგზო ხაზების, "გორი-სტალინირის" რკინიგზის მშენებლობაზე; 1945-1957წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "საქსოფლმშენის" ტრესტის მმართველი; 1957-1971წწ. სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენისა" და 1971-1976წწ. "თბილქალაქმშენის" მმართველის მოადგილე; 1976-1987წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს კომპლექტაციისა და სპეცმასალების განყოფილების უფროსი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.490

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: