The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ რამიშვილი

მიხეილ რამიშვილი
დაბადების თარიღი:1930  (94 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ერკეთი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს.

სამხედრო სამსახურიდან მობილიზაციის შემდეგ მუშაობდა საავეჯო კომბინატ "განთიადში", სამშენებლო სამმართველოს მშენებელ-ოსტატად; 1963-1968წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N7 სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1969 წლიდან მუშაობდა საქართველოს ხე-ტყისა და ხის გადამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროს სპეციალიზებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში, სადაც იყო წარმოებისა და სამშენებლო უბნის უფროსი; 1988 წლიდან სათავეში ედგა "საქტრანსგაზის" სამშენებლო მასალების საწარმოს, 90-იან წლებში კი სამშენებლო-სამრეწველო სამმართველოს; 2000 წლიდან შპს "დიდგორს"; ხელმძღვანელობდა სამტრედიის მერქან-ბურბუშელოვანი ფილების კომბინატის რეკონსტრუქციას, ქუთაისის "დიდების მემორიალის", სანატორიუმის (წყალტუბოში) და სხვა ობიექტების მშენებლობას; მონაწილეობდა სასტუმრო "ივერიის" (თბილისში), "დიდგორის მემორიალისა" და სხვა ნაგებობების მშენებლობაში. დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.490


გააზიარე: