The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა რევაზიშვილი

ვაჟა რევაზიშვილი
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მოხისი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1960 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს.

1964-1971წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N12 სამშენებლო ტრესტის ბორჯომის სამშენებლო მსამმართველოში ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1971-1978წწ. ბაკურიანის N2 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1971-1995წწ. N83 და ბორჯომის მოძრავ-მექანიზებული კოლონების უფროსად; 1995-2002წწ. იყო სს "ბორჯომმშენის" დირექტორი; 2003 წლიდან დაკავებული იყო ინდმეწარმეობით; 2012 წლიდან არის ბორჯომის გამგეობის მთავარი სპეციალისტი მშენებლობის დარგში; ხელმძღვანელობდა ბორჯომის სასტუმრო "თბილისის", სანატორიუმ "მთის ხეობის", კომპოზიტორთა დასასვენებელი სახლის (პლატოზე), ნაპირსამაგრი კედლების (მდ. მტკვარზე), სკოლების, საბავშვო ბაღების, ბაკურიანის 90 და 70-მეტრიანი ტრამპლინების, ოლიმპიური ნაკრების საწვრთნელ-სავარჯიშო ცენტრის, პიონერთა ბანაკების, ადგილობრივი წყალსადენის, ამდეზიტის ქარხნის, საცხოვრებელი სახლების (ბორჯომში, ბაკურიანსა და სოფელ ლიკანში) მშენებლობას; მიღებული აქვს მრავალი სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი; არის დაბა ბაკურიანის საპატიო მოქალაქე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.491


გააზიარე: