შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ რობაქიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1960 წელს. 1961 წლიდან მუშაობდა რუსთავის სინთეზური ბოჭკოს ქარხნის მშენებლობაზე, ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაბალი ტემპერატურის ფიზიკის განყოფილებაში წამყვან ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1970-1997წწ. იყო საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "საქარამადნეულის" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე, გენერალური დირექტორის მოადგილე; წლების განმავლობაში აქტიურად მოღვაწეობდა საშენი მასალების მოპოვებისა და დამუშავების საწარმოებში; მისი მონაწილეობით აშენდა, დამონტაჟდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა არაერთი ახალი ქარხანა, მათ შორის, დარკვეთის ქვიშის გამამდიდრებელი, იმირის სამსხვრევ-დამხარისხებელი, წყურგილის ინერტული მასალების (აფხაზეთში), ლეჟბადინისა და იმირის საკარიერო სამმართველოები და სხვა უმნიშვნელოვანესი საწარმოო ობიექტები; მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.491; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.240 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |