შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი რობიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახაშენი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის სამიმოსვლო გზების ინჟინერთა ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1931 წელს. 1931-1936წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის მიმოსვლის გზების ინჟინერთა ინსტიტუტის საავტომობილო გზების კათედრაზე ასისტენტად და ამიერკავკასიის საგზაო ს/კ ინსტიტუტში; 1939-1942წწ. იყო საქართველოს სსრ გზატკეცილების მთავარი სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1942-1968წწ. მთავარი სამმართველოს უფროსი; 1968 წელს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს საავტომობილო გზების სამინისტროდ გარდაქმნის შემდეგ დაინიშნა საქართველოს სსრ საავტომობილო გზების მინისტრად და ამ თანამდებობაზე მუშაობდა 1984 წლამდე, 45 წელი ხელმძღვანელობდა ქვეყნის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვაზე და მშენებლობაზე პასუხისმგებელ უწყებას; იყო საქართველოს თანამედროვე საგზაო დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი; უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს საავტომობილო გზების ქსელის გათანამედროვებისა და კეთილმოწყობის, მათი ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში; იყო საავტომობილო გზების საკითხებთან დაკავშირებით ჩატარებული საერთაშორისო კონგრესის მონაწილე; გამოქვეყნებული ჰქონდა მნიშვნელოვანი მონოგრაფიები საავტომობილო გზების საკითხებზე; საპასუხისმგებლო ხელმძღვანელ თანამდებობაზე მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.492 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |