შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამა როსტომი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე (გ. სარჩიმელიძის და ა. მიხელაძის სახელოსნო) 1960-1964წწ. და დაამთავრა ამავე ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (ლ. ღოღობერიძის სახელოსნო) 1979 წელს. 1964-1973წწ. მუშაობდა "ქართულ ფილმში რეჟისორის ასისტენტად. ხელმძღვანელობდა ხალხური შემოქმედების სახლის თეატრისა და კინოს განყოფილებას. გადაიღო მხატვრული ფილმები: "ფაცურა" (1976) და "ლილე" (1985). როგორც მსახიობი მონაწილეობდა ფილმებში: "ექსპედიცია" (ზ. მექვაბიშვილი, 1983), "ბეღურების გადაფრენა" (თ. ბაბლუანი, 1980). 1979 წლიდან იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პირადი რეფერენტი. 1981 წლიდან -თბილისის წმინდა სამების ეკლესიის დეკანოზია (როსტომი); 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი: არჩეული საქართველოს კომუნისტური პარტიის სიით. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 123; geworld.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.229 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |