The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ როხვაძე

ავთანდილ როხვაძე
Date of birth:4 December, 1956  (67 years)
Category:Economist, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ვანის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1977 წელს; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1992 წელს.

პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მუშაობდა რიგ სამშენებლო ორგანიზაციებში; გაიარა თითქმის ყველა სამსახურებრივი საფეხური მშენებელი ოსტატიდან სამშენებლო სამმართველოს უფროსობამდე; იყო ევროპული ფირმების - "სიბას", "ნორგიკის", "სნფ"-ის, "ეკოპოლიმერის", "ალლეიდ სულიტუონის" და "სეენის" წარმომადგენელი დსთ-ს ქვეყნებში (წყალმომარაგებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა-რეკონსტრუქციის მიმართულებით); არის საერთაშორისო ექსპერტ-აუდიტორი ეკოლოგიის საკითხებში; ევროპულ ფირმებთან თანამშრომლობის პერიოდში მისი ხელმძღვანელობით შესრულდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა 28 სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის: 16 საკანალიზაციო და 12 სასმელი წყლის სისტემების; მრავალ ობიექტზე შესრულებული აქვს საპროექტო, სამონტაჟო და გამართვის სამუშაოები; მომზადებული აქვს საექსპერტიზო დასკვნები, საპროექტო დავალებები და მისი მონაწილეობით ჩატარებულია არაერთი ლაბორატორიული და საწარმოო კვლევები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.492-493


Share: