Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიქტორ რუდომეტკინი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა როსტოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1970 წელს; სწავლობდა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელსა და სსრკ კავშირის სამდინარო ფლოტის სამინისტროს ლენინგრადის უმაღლესი სამდინარო სასწავლებლის სამდინარო-ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციის ფაკულტეტზე. 1959 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა როსტოვის ოლქში, სტაროჩერკასკის ხიდების მშენებელი მატარებლის სამუშაოთა მწარმოებლად; 1960-1972წწ. მუშაობდა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების ტექნიკოს-დამპროექტებლად, ინჟინრად, საკონსულტაციო განყოფილების უფროს ინჟინრად, საამქოს უფროსის მოადგილედ; 1972-1982წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის N5 და შემდგომ N4 სამშენებლო სამმართველოების უფროსი, ტრესტის მმართველის მოადგილე; 1982-1988წწ. სსრ კავშირის გემთსამშენებლო მრეწველობის სამინისტროს ბათუმის გემთმშენებელი ქარხნის დირექტორის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1988-1992წწ. კოოპერატივ "პროექტის" თანადამფუძნებელი და მთავარი ინჟინერი; დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლებითა და "წარჩინებულის" საუწყებო ნიშნით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.493
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |