The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ ბერი (დიდსქემოსანი მღვდელმონაზონი)

სიმონ ბერი
Legal name:სოლომონ ბაღდავაძე
Date of birth:1857
Date of death:1942  (at 85 years)
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფ ჭყვიში, ვანის რაიონი.

1890 წელს სოლომონ ბაღდავაძე ბერად აღიკვეცა და სახელად სიმონი ეწოდა. მალე აკურთხეს მღვდელმონაზვნად. 1901 წელს მამა სიმონმა გადაწყვიტა იერუსალემში წმინდა ადგილების მოლოცვა და შემდგომ ათონის წმინდა მთის ქართველთა სავანეში დამკვიდრება. ათონის მთაზე სამოღვაწეოდ მიმავალი ქართველები უპირველესად იერუსალიმს მოილოცავდნენ. მამა სიმონმა მოინახულა პალესტინის წმინდა ადგილები. შემდეგ გემით გაემგზავრა ქალკედონის ნახევარკუნძულისაკენ. მამა სიმონი წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეში დამკვიდრდა, რომელიც ივერთა მონასტრის ახლოს მდებარეობდა. ათონზე იმ დროისთვის ქართველ ძმათა რიცხვი 50-ს აღწევდა. ივერთა მონასტრის ბერძენი არქიმანდრიტების მხრიდან შევიწროების მიუხედავად, ქართველთა სავანეში სანიმუშო წესრიგი სუფევდა. ყოველდღე აღესრულებოდა ლიტურგია, ღამისთევის მსახურება ძველი ქართული რვა ხმათა გალობით სრულდებოდა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის გამგებელი მღვდელსქემმონაზონი იონა (ხოშტარია) თითქმის ყოველდღე იყო მწირველი. საძმოს სულიერ მოძღვრობას უწევდა იმ დროის ერთ-ერთი უდიდესი მამა, მღვდელსქემმონაზონი თეოდოსი (ერისთავი-ღირსი მამის ალექსი შუშანიას სულიერი მოძღვარი) - აღზრდილი და განსწავლული გელათის მონასტერში. მღვდელსქემმონაზონი ათანასეს (ალექსი ბაქრაძე) დიდი ღვაწლით მონასტერში აღორძინდა მწიგნობრობა, კალიგრაფია. დამზადდა ივერთა მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცული უძველეს ხელნაწერთა ათეულობით ასლი. მამა სიმონს ძირითად მორჩილებად მზარეულობა განუწესეს. პერიოდულად იგი იყო მწირველი სავანის ეკლესიაში. მამა სიმონი ყურადღებას არ აკლებდა მშობლიურ სოფელს. მისივე დახმარებით აშენდა ეკლესია, მამა სიმონმა ეკლესიას გამოუგზავნა ულამაზესი, ცისფერი მღვდლის სრული შესამოსელი, ასევე ვერცხლის ბარძიმი, ფეშხუმი, ჯვარი და ღვთის მსახურებისათვის საჭირო სხვა ნივთები. 1905 წლის მაისში ღვთივგანისვენა მღვდელსქემმონაზონმა თეოდოსიმ (ერისთავი), რაც განსაკუთრებული დანაკლისი იყო როგორც მამა სიმონისათვის, ასევე მთელი საძმოსათვის. იმავე წლის ოქტომბერში მამა სიმონი ათონის მთაზე მომხდარ არნახულ მიწისძვრას შეესწრო, რომლის შედეგად ძლიერ დაზიანდა ათონის მონასტრები, მათ შორის, განსაკუთრებით ივერთა მონასტერი. ნახევრად დაინგრა ათსაუკუნოვანი წმინდა ექვთიმეს კოშკი, გაიპო გუმბათები, თითქმის ბოლომდე დაინგრა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, კარის ღვთისმშობლის ეკლესიას გუმბათი მოერღვა. საკვირველად გადარჩა ქართველთა სავანე. მღვდელსქემმონაზონმა იონამ მძიმე მარხვა განუწესა საძმოს. ათონს ხშირად სტუმრობდნენ მოღვაწეები საქართველოდან, ასევე ევროპის უმაღლესი სასწავლებლების ქართველი სტუდენტები. საქართველოდან იგზავნებოდა სასულიერო და საერო შინაარსის ჟურნალ-გაზეთები. ქართველი ბერების ნაწილმა გადაწყვიტა ათონის მთის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. 1920 წელს 9 ქართველი ბერი მღვდელსქემმონაზონ სიმონის წინამძღვრობით დასახლდა წმინდა სტეფანე პირველმოწამის სავანეში.  მამა სიმონი გაორმაგებული ძალით იღვწოდა. 1926 წელს იგი შეუძლოდ შეიქნა და იძულებული გახდა, პანტელეიმონის მონასტრის საავადმყოფოში ემკურნალა. 1942 წელს პანტელეიმონის მონასტრის საავადმყოფოში მშვიდობით მიაბარა სული უფალს მღვდელსქემმონაზონმა სიმონმა. დიდსქემოსანი მღვდელმონაზონი, ბერი. ათონის ივერთა მონასტრის უკანასკნელი ქართველი ბერების მეთაური.

წყარო: karibche.ambebi.ge


Share: