შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ გულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეტალურგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები. 1990 წელს იყო ახალგაზრდული ცენტრ "მერანის" მხატვრული ხელმძღვანელი. 1995 წელს მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა კორპორაცია "მალულა" და სტრატეგიული კვლევის ცენტრი "აზრი". 1997 წლიდან მედია-ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" პრეზიდენტი. არის სხვადასხვა კონცეფციისა და მნიშვნელოვანი პროექტის ავტორი: "მშვიდობიანი კავკასია", "ევრაზიული სატრანსპორტო გაერთიანება", "წინ, საქართველო", და "დავიბრუნოთ იბერია". არის პროექტ "კავკასიის ნეიტრალიტეტის" თანაავტორი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.139 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |