The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჩისლა რუხაძე

ჩისლა რუხაძე
Date of birth:5 January, 1928
Date of death:2015  (at 86 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კონტუათი, ხონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1949 წელს.

1949-1954წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში, "ბაღნარჰესის" მშენებლობაზე (გაგრის რაიონი) მშენებელ-ოსტატად; 1954-1983წწ. საწარმოო სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენის" (ყოფილი ტრესტი "საქჰიდროენერგომშენი") გაგრის მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად, უფროსად; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აშენდა: სანატორიუმ "გრუზიას" კომპლექსი, დასასვენებელი სახლები "ენერგეტიკი" და "ისკრა", 3000 მ საერთო სიგრძის საზღვაო ნაპირსამაგრი ნაგებობები, ასევე, მდინარეების - ფსოუს (ქ. გაგრის ზონაში), მზიმთას და მამაიკას (ადლერის რაიონისა და ქ. სოჭში), რთული საინჟინრო ნაგებობები, ქ. გაგრისა და ქ. სოხუმის შემოვლითი გზების მონაკვეთები; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; არჩეული იყო გაგრის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.494

Member of Organizations

  • საქართველოს კპ გაგრის საქალაქო კომიტეტი, წევრი

Awards and Honors

  • აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი

Share: