შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მაკაროვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა აღმაოსავლური ენების ლაზარევის ინსტიტუტში. 1916-1920წწ. მუშაობდა მოსკოვში, ალექსანდრე ხაჟონკოვის ატელიეში მსახიობად და რეჟისორის თანაშემწედ. 1921 წლიდან აქტიურად ჩაება ქართული კინემატოგრაფიის ჩამოყალიბების პროცესში, იყო საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის კინო სექციასთან არსებული კინო სკოლის პედაგოგი. 1921-1927წწ. მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად ამო ბეკ-ნაზაროვთან და ივანე პერესტიანთან, შეასრულა ერთ-ერთი ბანდიტის როლი მის ფილმში "წითელი ეშმაკუნები" (1923). 1928 წლიდან განახორციელა დამოუკიდებელი დადგმები, გადაიღო მელოდრამა "ქალი ბაზრობიდან" (იუჯინ ო`ნილის პიესის "სიყვარული თელებს ქვეშ" მიხედვით, 1928), კინოკომედია "ნახვამდის" (1934) და სხვ. კინორეჟისორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 125; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.471
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |