შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ სალაყაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების სპეციალობით 1961 წელს. 1961-1965წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გზატკეცილების მთავარი სამმართველოს საგზაო სამეცნიერო საკვლევი სადგურის ხიდსაცდელი ჯგუფის ინჟინრად, უფროს ინჟინრად და ჯგუფის ხელმძღვანელად; 1965 წელს გადაყვანილ იქნა გზატკეცილების მთავარი სამმართველოს N9 ხიდების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1971 წელს გადაყვანილ იქნა საავტომობილო გზების სამინისტროს N13 საექსპლუატაციო უბნის მთავარ ინჟინრად; 1972 წელს საავტომობილო გზების სამინისტროს სახელმწიფო გზების სამმართველოს უფროს ინჟინრად; 1974 წლიდან სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1975-1981წწ. მუშაობდა საავტომობილო გზების სამინისტროს N5 საგზაო საექსპლუატაციო უბნის მთავარ ინჟინრად; 1981-1983წწ. N4 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1984-1993წწ. გორის ხიდების სარემონტო-სამონტაჟო და N11, N2 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოებში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1993-1995წწ. მუშაობდა კონცერნ "საქავტოგზის" მშენებარე ობიექტების დირექციაში მთავარ სპეციალისტად; 1995 წელს დაინიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო გზების ექსპლუატაციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1998 წლიდან მუშაობდა გზების მოვლა-შენახვისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის დირექციაში მთავარ სპეციალისტად; 2005 წლიდან მუშაობს შპს "გზამშენპროექტში" ტექნიკური განყოფილების უფროსად; საქართველოს საავტომობილო გზების სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობისას, როგორც მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ინჟინერი, წარმატებით ასრულებდა საავტომობილო გზებისა და ხიდების მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გამოცდა-გამოკვლევის სამუშაოებს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.497-498 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |