The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე სალია

კონსტანტინე სალია
Date of birth:14 May, 1942
Date of death:19 February, 2022  (at 79 years)
Burial location:იუნკერბერგის პარკი-სასაფლაო, ქ. გეტინგენი, გერმანია
Category:Businessmen, Public official, Engineer, Scientist, Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტყვარჩელი.

დაამთავრა ხარკოვის კომუნალური მშენებლობის საინჟინრო ინსტიტუტი 1964 წელს, მოგვიანებით - მოსკოვის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტის ასპირანტურა.

1965 წელს მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში" უფროს ინჟინრად; 1966-1967წწ. ტრესტ "საქორგტექმშენში" - უფროს ეკონომისტად, მთავარ სპეციალისტად; 1967-1971წწ. მოსკოვის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1971-1977წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წარმოების ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრაზე - ასისტენტად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად; 1977-1978წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საორგანიზაციო-პარტიული მუშაობის განყოფილების ინსპექტორი; 1978-1980წწ. საქართველოს კომპარტიის წალკის რაიკომის პირველი მდივანი; 1980-1982წწ. საქართველოს კომპარტიის ოჩამჩირის რაიკომის პირველი მდივანი; 1982-1986წწ. საქართველოს კომპარტიის ტყვარჩელის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1986-1988წწ. საქართველოს სსრ მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრი; 1992 წელს საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1992-1998წწ. საქართველოს რესპუბლიკის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე; 1998-2000წწ. მრეწველობის მინისტრის პირველი მოადგილე; 2000-2003წწ. EHN - განახლებადი ენერგიის განვითარების, საქართველო-ესპანეთის ერთობლივი კომპანიის გენერალური დირექტორი; 2002-2009წწ. შპს "ველის" გენერალური დირექტორი; შპს "ველი"ავიაკომპანია "GERMANIA"-სთან ერთად აწარმოებდა ფრენებს საქართველოსა და გერმანიას შორის. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.498; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.303; საქართველოს პარლალამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1992)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის აფხაზეთის საქმეთა კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის გაგრის მოვლენების შემსწავლელი კომისია, წევრი (1992-1993)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საპატიო წევრი, პრეზიდიუმის წევრი (2021-2022)

Share: