შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მასხარაშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი 2000 წელს და საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოფაკულტეტი (ლ. ზაქარეიშვილის სახელოსნო) 2004 წელს. გადაიღო ფილმები: "კედელი" (მ/მ, 2000), "Post Pusk" (მ/მ, 2002), "გაერიკა" (მ/მ, 2004), "ბროდვეი-45" (2007), "მესაათე" (2011)- ყველა ფილმის დამდგმელი მხატვარი. თანადამდგმელი მხატვარი: "ღმერთის შემდეგ პირველი" (ვ. ჩიგინსკი, 2005), "მედიატორი" (დ. ცინცაძე, 2008). მთავარი როლი შეასრულა ფილმში: "თბილისი-თბილისი" (ლ. ზაქარეიშვილი, 2005). კინორეჟისორი, მსახიობი, მხატვარი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 126
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |