The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ახმედ ავნი-ფაშა ლორთქიფანიძე

ახმედ ავნი-ფაშა ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:1937  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თურქეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდგომ მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. ომის დროს მსახურობდა ლაზისტანის სანჯაყის (თურქეთი) სამხედრო გუბერნატორად. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შეაჩერა რუსეთის არმიის შეჭრა ოსმალეთის შიდა რაიონებში. მსახურობდა ოსმალეთის უკანასკნელი სულთნის ვაჰი ედდინის უფროს ადიუტანტად. 1919 წელს დაინიშნა სამხედრო-საზღვაო ფლოტის მინისტრად. ხელმძღვანელობდა თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, ათათურქისა და მისი მეგობრების სამსუნში გაგზავნის ორგანიზებას. სიცოცხლის ბოლომდე იმყოფებოდა ყოფილი სულთნის-ვაჰიედდინის გვერდით. გენერალ-ლეიტენანტი.

წყაროსამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.159; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.425


გააზიარე: