The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სალუქვაძე

გიორგი სალუქვაძე
დაბადების თარიღი:22 აგვისტო, 1942  (82 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1966 წელს; მოსკოვის ქალაქმშენებლობის ცენტრალური ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა 1976 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის ზონალურ ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი") არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად; 1977-1978წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტში სოფლის დასახლებული პუნქტების დაგეგმარება-განაშენიანების განყოფილებაში, არქიტექტურული ჯგუფის ხელმძღვანელად; 1978 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის კათედრის დოცენტი; 1979-1983წწ. - იმავე ფაკულტეტის დეკანი; 1983-1991წწ. აირჩიეს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, თავმჯდომარედ; 1991 წელს დაინიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალდაფუძნებული არქიტექტურის ინსტიტუტის დირექტორად; 1995 წლიდან იყო იმავე ინსტიტუტის პროფესორი და მისივე თაოსნობით დაარსებული საერთაშორისო ორგანიზაციის "შავი ზღვის რეგიონის არქიტექტორული ფორუმის" სამდივნოს ხელმძღვანელი; არის 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის, მათ შორის, 3 მონოგრაფიისა და 1 მეთოდური მითითების, საკურსო პროექტების მოცემულობათა (ქალაქმშენებლობაში) კრებულის ავტორი; მისი ავტორობითა და თანაავტორობით დაპროექტდა 21 ობიექტი, მათგან 13 განხორციელებულია; საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის არქიტექტურული განათლების საქართველოს ფონდის დამაარსებელი და თავმჯდომარე; აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, საქართველოს არქიტექტორთა საბჭოს ეთიკის კომისიის თავმჯდომარე; სხვადასხვა დროს მონაწილეობდა თბილისის (1995 და 1997წწ.), გერმანიის (1979), პოლონეთის (1981), თურქეთის (1992, 1993 და 1996წწ.), ბულგარეთის (1996) საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.498-499; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.94

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემია, აკადემიკოსი
  • რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს განყოფილების სწავლული მდივანი
  • რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოს-მდივანი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
    ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის
  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: