| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი სალუქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1966 წელს; მოსკოვის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1975 წელს. 1966-1972წწ. და 1977-1978წწ. იყო ამიერკავკასიის სამოქალაქო და საზოგადოებრივი შენობების, თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის არქიტექტორი, უფროსი არქიტექტორი, ჯგუფის ხელმძღვანელი; 1972-1977წწ. ქალაქთმშენებლობის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1977-1994წწ. საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დოცენტი; 1978-1983წწ. საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი; 1983-1991წწ. საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შემდეგ არქიტექტრთა კავშირის თავმჯდომარე; 1991-2005წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტის დირექტორი; 1995-2002წწ. საერთაშორისო ორგანიზაციის "შავი ზღვის რეგიონის არქიტექტორთა ფორუმის" ერთ-ერთი დამაარსებელი და სამდივნოს დირექტორი; 2002-2004წწ. შემდგომ 2004 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დიპლომების დაცვის სახელმწიფო კომისიის თავჯდომარე; 2006-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეპარტამენტის უფროსი; 2022 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურული ბიუროს ხელმძღვანელი; არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სრული პროფესორი (1995 წლიდან). არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის, მათ შორის, მონოგრაფიებისა და მეთოდური მითითების, საკურსო პროექტების მოცემულობათა (ქალაქმშენებლობაში) კრებულის ავტორი; მისი ავტორობითა და თანაავტორობით დაპროექტდა 26 არქიტექტურული ობიექტი, აქედან 18 ობიექტის პროექტი განხორციელებულია, მათ შორის თბილისში: "ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის" შენობა ჭავჭავაძის გამზირზე, "პოლიტიკური განათლების სახლი" აღმაშენებლის გამზირზე (ორივე ავტორთა ჯგუფთან ერთად), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის განახლების პროექტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ინტერიერების პროექტები (ჯგუფთან ერთად), სტუ-ს აგრარული ფაკულტეტის რძისა და ღვინის ლაბორატორიების პროექტი (რ. ნეფარიძესთან და ნ. ხვედელიანთან ერთად), სტუ-ს II კორპუსის ფასადის რეაბილიტაციის პროექტი (რ. ნეფარიძესთან ერთად), სტუ-ს VII კორპუსის რეაბილიტაციის პროექტი (რ. ნეფარიძესთან ერთად); მისი პუბლიკაციები ეხება ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა "ქალაქი და ეკოლოგია"; ამ თემაზე გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია; 1973 წლიდან მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში. არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი (1976), არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი (1995). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.498-499; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.94; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ვებ-გვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

