შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია მატარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1963 წელს და კინოფაკულტეტი (თ. აბულაძის და ი. კვინიკაძის სახელოსნო) 1979 წელს. 1963-1970წწ. მუშაობდა რუსთაველისა და 1970-1974წწ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში. მისი კინოდებიუტი შედგა მოკლემეტარაჟიანი ფილმით "გოლა" (1980). წარმატება მოუტანა ფილმმა "მოთხრობები სიყვარულზე" (1981). გადაიღო კომედიები: "ბანდიტი აგურის ქარხნიდან" (1983), "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში" (1985), დრამა "გამოცხადება" (1988) და ეკრანიზაცია "მოკვეთილი" (1992). როგორც მსახიობი მონაწილეობდა ფილმებში: "ჩაძირული ქალაქის მაძიებელნი", (დ. აბაშიძე, 1972), "წკიპურტები" (რ. ესაძე, 1973), "სკაპენის ოინები" (გ. კალატოზიშვილი, მ. კალატოზიშვილი, 1984), "ბატონი ავანტურისტები". წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 128; kino-teatr.ru; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |