The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჰალილ რიფათ-ფაშა

ჰალილ რიფათ-ფაშა
დაბადების თარიღი:1795
გარდაცვ. თარიღი:4 მარტი, 1856  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ეიუბ-სულთანის სასაფლაო, თურქეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სულთან მაჰმუდ II-ს და სულთან აბდულ-მეჯიდის პერიოდებში ქართველი ეროვნების სამხედრო-საზღვაო მოღვაწე. 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე. მსახურობდა ტრაპიზონის, იზმირის, ბურსის და როდოსის სამხედრო გუბერნატორად. 1830-1832, 1843-1845, 1847-1848 და 1854-1855 წლებში იყო ოსმალეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი (ადმირალი). 1854 წელს იქორწინა სულთნის ქალიშვილზე და გახდა სასახლის სიძე. მისი ქართული გვარი არ არის ცნობილი.

წყაროსამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.160


გააზიარე: