The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა სალუქვაძე

მამუკა სალუქვაძე
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1965  (60 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1986 წელს.

1987-1994წწ. იყო საქართველოს ისტორიიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის და გამოყენების მთავარი სამმართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ძეგლთა სექტორის უფროსი; 1994-2005წწ. მუშაობდა ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვის კომიტეტის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსად; 2006-2007წწ. იყო ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურის ურბანული ეკოლოგიის განყოფილების უფროსი; 2014-2015წწ. მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ქალაქის განვითარების განყოფილების უფროსად; 2015 წლიდან ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციის - "სითი ინსტიტუტი საქართველოს" დამფუძნებელი და დირექტორია; 2012 წელს მიენიჭა არქიტექტურის დოქტორის ხარისხი; არის სამეცნიერო სტატიების ავტორი, სხვადასხვა წლებში მონაწილეობდა თბილისში მრავალი ურბანული პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.499

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (2014-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: