შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლერი მაჩაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ვგიკ) საოპერატორო ფაკულტეტი 1978 წელს. 1960 წლიდან მუშაობს "ქართულ ფილმში". როგორც დამდგმელმა ოპერატორმა მუშაობა დაიწყო ახალგაზრდა რეჟისორთა მ/მ ფილმებით: "შადრევანი" (თ. ბაქრაძე, 1972), "ზღვარი" (თ. გომელაური, 1973), "ლახტი" (ბ. რაჭველიშვილი, 1973), "თბილისური ეტიუდები" (ი. ასათიანი, 1974). გადაიღო რევაზ გაბრიაძის კინონოველები: "კავკასიური რომანსი" (1975), "მწვერვალთა დამპყრობნი" (1977), "ლიმონის ტორტი" (1977); თანამშრომლობდა რეჟისორებთან: გ. მატარაძესთან -"გოლა" (1980), "მოთხრობები პირველ სიყვარულზე" (1981), "ყველაზე სწრაფები" (1988); დ. ჯანელიძესთან - "ვერსათრიელა" (1982), "დედუნა" (1985), "მდგმურები" (1989), "ციხე-სიმაგრე" (1993); გ. შენგელაიასთან - "ქვიშანი დარჩებიან" (ა. მღებრიშვილთან ერთად, 1976) და "ხარება და გოგია" (1987); ა. ცაბაძესთან - "ღამის ცეკვა" (1991); ნ. მანაგაძესთან - "ანგელოზის გადაფრენა" (2000). გადაღებული აქვს "ბათა ქექია" (ლ. გორდელაძე, 1978), "წერილები ბამიდან" (თ. ფალავანდიშვილი, 1980), "წითელი ხაზი" (მ. კიკნაძესთან ერთად / დ. სხირტლაძე, 1983), "უკვდავების თეთრი ვარდი" (ნ. მჭედლიძე, 1984), "გზა ჩალაურისკენ" (ა. შანშიაშვილი, 1994). მიღებული აქვს საკავშირო კინო ფესტივალის პრიზი "ოქროს არწივი" ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისთვის (1993); ქართული კინოაკადემიის პრემია "ნატო", (1997). კინოოპერატორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.129; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 599-600
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |