შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახუშტი ჩიჯავაძე![]()
ბიოგრაფიავახუშტი ლომკაცის ძე ჩიჯავაძე იყო იმერეთის სამეფოს სახელმწიფო მოღვაწე, მდივანბეგი. ხონის მთავარეპისკოპოს ანტონ ჩიჯავაძის ძმა. დაახლოებული იყო მეფე სოლომონ II-თან, რომელმაც ვახუშტი ჩიჯავაძეს მდივანბეგობა უბოძა და ჩიჯავაძეთა საგვარეულოს დაკარგული მამულების ნაწილი აღუდგინა. დაქორწინებული იყო დადიანის ასულ მარიამზე, რომელიც სოლომონ II-ის მეუღლის, მარიამ დადიანის ახლო ნათესავი იყო. ჰყავდა სამი ვაჟი: ვახტანგი, ნიკოლოზი, გიორგი და ორი ქალიშვილი. ვახუშტი ჩიჯავაძე ყოფილა წიგნიერი, კანონმთცოდნეობის საქმეში ფრიად გაწაფული მოღვაწე. წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |