The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახუშტი ჩიჯავაძე

დაბადების თარიღი:1730
გარდაცვ. თარიღი:1811  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

ვახუშტი ლომკაცის ძე ჩიჯავაძე იყო იმერეთის სამეფოს სახელმწიფო მოღვაწე, მდივანბეგი. ხონის მთავარეპისკოპოს ანტონ ჩიჯავაძის ძმა. დაახლოებული იყო მეფე სოლომონ II-თან, რომელმაც ვახუშტი ჩიჯავაძეს მდივანბეგობა უბოძა და ჩიჯავაძეთა საგვარეულოს დაკარგული მამულების ნაწილი აღუდგინა. დაქორწინებული იყო დადიანის ასულ მარიამზე, რომელიც სოლომონ II-ის მეუღლის, მარიამ დადიანის ახლო ნათესავი იყო. ჰყავდა სამი ვაჟი: ვახტანგი, ნიკოლოზი, გიორგი და ორი ქალიშვილი. ვახუშტი ჩიჯავაძე ყოფილა წიგნიერი, კანონმთცოდნეობის საქმეში ფრიად გაწაფული მოღვაწე.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org


გააზიარე: