The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ონისიფორე გარეჯელი

ოფიციალური სახელი:ოთარ ქარუმიძე
დაბადების თარიღი:1707
გარდაცვ. თარიღი:6 იანვარი, 1786  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

დაიბადა მდიდარი აზნაურის ოჯახში. თვითონაც მდიდარი იყო. სიცოცხლის ნახევარზე მეტი სამშობლოს დასაცავად ბრძოლის ველზე გაატარა. სამხედრო საქმის მოყვარულიც იყო და გულიც ერჩოდა თავისი ქვეყნისთვის. მაგრამ მატერიალურზე უაღრესი სიმდიდრეც ჰქონდა - სტუმართმოყვარეობა, უცხოთშემწყნარებლობა, გლახაკთმოწყალება და ყოველთა შეჭირვებულთა ნუგეშისცემა. ტანზე ჯერ ჯაჭვის პერანგი ეცვა, კვართის შიგნით, ნიშნად შინაგანი სინანულისა, ძაძა ემოსა. 63 წლის ასაკში დავით გარეჯელის მონასტერში ბერად აღიკვეცა, სახელად, ონოფრე დიდის პატივსაცემად, ონოფრე უწოდეს. მამა ონოფრე იყო მშვიდი, მყუდროების მოყვარული, სალოცავად მონასტრიდან მოშორებით მიდიოდა, სადაც სენაკი ედგა და იქ ატარებდა ღამის ნაწილს. საკვებს დღეში ერთხელ იღებდა, ისიც მხოლოდ პურსა და წყალს, ხშირად ორი-სამი დღე მშიერსაც გაუტარებია. წმინდა დავითის საფლავის შესასვლელთან, ბნელ სენაკში დაეყუდა ორმოცი დღე-ღამე. 1775 წელს მონასტერში ლეკები შეცვივდნენ, ააოხრეს სავანე, სიმდიდრე წაიღეს და რამენიმე ბერი გაიტაცეს, მათ შორის, ბერი ონოფრე. ბევრი აწამეს ქრისტეს სარწმუნოებისთვის, მაგრამ ყველაფერს გაუძლო. 1782 წელს, წმინდა მარხვის დღეებში ონოფრე დიდი სქემით შემოსეს და სახელად ონისიფორე უწოდეს. მან სხეულზე რკინის ჯაჭვი დაიდო, სენაკში ჩიკეტა და მდუმარების ღვაწლი იდო თავს. ასე გავიდა ორი წელი. უზომო მოღვაწეობამ ძლიერ დაასნეულა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 12 ოქტომბერი დააწესა. დიდსქიმოსანი. 

წყარო: ჟურნალი კარიბჭე: karibche.ambebi.ge


გააზიარე: